
გრუნმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თურქულ კომპანიასთან
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თურქულ კომპანიასთან — „SDATAM BİLİŞİM TEKNOLOJİLERİ ve GÜVENLİĞİ LTD.ŞTİ“
მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო, აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა და სასწავლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე ინდუსტრიულ მოთხოვნებთან.
თანამშრომლობა მოიცავს :
სტუდენტებისთვის სტაჟირების, პრაქტიკისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების შექმნას.
სასწავლო პროგრამების განახლებას, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით;
ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზებას
ერთობლივი პროექტებისთვის ლაბორატორიული და ტექნოლოგიური რესურსების გაზიარებას
კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მენტორინგის შესაძლებლობების განხილვას
შეთანხმება ქმნის საფუძველს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.





