
გრუნი – იპოვე გზა მომავალი პროფესიისკენ !
TEEN ACADEMY იწყება !
თუ ხარ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, გრუნი გაძლევს შანსს, მოიპოვო სრული (100%-იანი) ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტი (70%, 50%, 30%, 20%) .
შემოუერთდი გრუნის ყველაზე მასშტაბურ პროექტს – TEEN ACADEMY-ის და დაგეგმე შენი მომავალი :
გაიცანი უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და ლაბორატორიები, რომლებსაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ აქვთ.
პროექტის ფარგლებში, საკუთარი შესაძლებლობები შეგიძლია მოსინჯო შემდეგი მიმართულებებით :
სამართლის სკოლა – სამართლის საბაკალავრო პროგრამა
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა – საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის პროგრამა
ბიზნესისა და მართვის სკოლა – მარკეტინგი / მენეჯმენტი / ფინანსები / ტურიზმი/ ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა – ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია / ფსიქოლოგია
მედიცინის სკოლა – დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამა
სტომატოლოგიის სკოლა – დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
თბილისისა და ახლომდებარე რაიონების მოსწავლეებისთვის, სწავლა მიმდინარეობს უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში. ხოლო რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, პროგრამაში მონაწილეობა დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი.
პროექტი უკვე 10 წელზე მეტია, ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში, ასობით აბიტურიენტს დაეხმარა პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.
იყავი მომდევნო შენ
დარეგისტრირდი ბმულზე: https://forms.gle/7vtZw4uHzvphdTWo7
შემოგვიერთდი და იპოვე გზა მომავალი პროფესიისკენ !





