• March

    17

    2026
  • 46
  • 0
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება.

საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, კანონის გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც ექვსი წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ზვიად გაბისონიას განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ერთჯერადია და ვრცელდება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელზე და არ ცვლის კანონით დადგენილ ზოგად წესს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor