• March

    19

    2026
  • 36
  • 0
მასუდ ფეზეშქიანი – მკაცრად ვგმობ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ასეთმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს უკონტროლო შედეგები, რომელთა მასშტაბი მსოფლიოს მოიცავს

მასუდ ფეზეშქიანი – მკაცრად ვგმობ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ასეთმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს უკონტროლო შედეგები, რომელთა მასშტაბი მსოფლიოს მოიცავს

მკაცრად ვგმობ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ასეთმა თავდასხმებმა შეიძლება, უკონტროლო შედეგები გამოიწვიოს.

„ასეთი აგრესიული ქმედებები სიონისტურ-ამერიკულ მტერს და მის მხარდამჭერებს არაფერს მოუტანს. ეს გაართულებს სიტუაციას და შეიძლება, გამოიწვიოს უკონტროლო შედეგები, რომელთა მასშტაბი მთელ მსოფლიოს მოიცავს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

მანამდე, „ევრონიუსმა“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის ბუნებრივი აირის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, ცეცხლი გაჩნდა და ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ბრიგადები. „ევრონიუსის“ მიხედვით, ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ირანის სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის უზარმაზარ საზღვაო საბადოსთან დაკავშირებული ობიექტები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor