
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მიხაილ შვიდკოიმ, ქვეყნის სასულიერო პირებსა და ხალხს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, ღრმა სამძიმარი გადასცა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი, რომელმაც რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: tass.ru





