• October

    22

    2023
  • 284
  • 0
მაკა გოგოხია : ,, მე ამ ხალხში სიმამაცეს ვხედავ, ისრაელმა მსგავსი გადაწყვეტილება, რომ მიიღოს მოსახლეობა ვერ აპატიებს – ყველა ამბობს, რომ ეს ბრძოლა ისრაელის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს !

მაკა გოგოხია : ,, მე ამ ხალხში სიმამაცეს ვხედავ, ისრაელმა მსგავსი გადაწყვეტილება, რომ მიიღოს მოსახლეობა ვერ აპატიებს – ყველა ამბობს, რომ ეს ბრძოლა ისრაელის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს !

,, ჩვენთან დაძაბული ვითარებაა. ხოლონში გუშინ და გუშინწინ, ღამისა და დილის პერიოდში იყო განგაშის ხმა, თავშესაფარში ვიყავით. დაძაბული ვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ იცის, ეს ომი ერთ და ორ დღეში არ დასრულდება, ყველა ელოდება სახმელეთო ჯარის შესვლას ღაზას სექტორში”, – განაცახდა ,, Geo News”-თან საუბრისას ისრაელის მოქალაქემ, მაკა გოგიხიამ.

მაკა გოგოხიას თქმით, ხალხი ომის დღეებს ითვლის.

,, დღეს ომის მე-16 დღეა, დაჭრილების, დახოცილებისა და ტყვედ აყვანილი ადამიანების რიცხვი სამწუხაროდ, დღითი დღე იზრდება. ჩვენი ჯარი დგას იქ ახლოს და ამბობენ, იმასაც, რომ სახმელეთო ჯარის გარკვეული ნაწილი ღაზაში შესულია და ლოკალურ დარტყმებს ახორციელებს. თვითონ ღაზას სექტორიდან და ,,ჰამასი”-დან გუშინ, მთელი საღამოს განმავლობაში იყო, ასე ვთქვათ, შეთავაზებები ისრაელისთვის, რომ 48 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისრაელი ამას არ დათანხმდა, რადგან ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლას ისევ განაგრძობს. თითო-ოროლა ტყვეს თუ უშვებენ, ადამიანებს,  რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, არიან სხვა ქვეყნის მოქალაქებიც. იცით, ალბათ თქვენც, რომ გუშინწინ დედა-შვილი გაათავისუფლეს, იმის მერე ტყვე არ გაუთავისუფლებიათ. სამწუხაროდ, ეს რიცხვიც იზრდება, როგორც ზემოთ გითხარით.

ერთი სიტყვით, ახალი არაფერია, ჩვეულებრივად ომის რეჟიმში ვართ, როგორც წინა დღეებში ვიყავით,  მაგრამ არის ერთი მაგრამ –  ,,ჰამასი” ღაზას სექტორიდან ვერ ახორციელებს იმ რაოდენობის  რაკეტების გამოსროლას, რაც იყო დავუშვათ, პირველი ათი დღის განმავლობაში, თუმცაღა აქ, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ მარტო ისრაელს ,,ჰამასი” არ ეომება. მხოლოდ ღაზას სექტორი არ გვებრძვის, ანუ ყველამ იცის, რომ რამდენიმე ქვეყანა გვებრძვის : ლიბანი, სირია, პალესტინა თავისთავად, რუსეთი, ირანი… ახლა ეგვიპტეზე წაყრუებულნი არიან თითქოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მაინც ალმაცერად უყურებეს  მოსახლეობა მათ ე.წ. ,, მეგობრულ დამოკიდებულებას”. იცით ალბათ, რომ თურქეთიც მხარს უჭერს რაღაცნაირად, სანახევროდ. დიახ, ერდოღანის ხელისუფლება ამ ტერორისტების ქმედებას მხარს უჭერს. ერთი სიტყვით, არის სხვადასხვა ინფორმაციები, ჩვენ ამ ინფორმაციებს უცხოურ პრესაში თვალყურს ვადევნებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. თუნდაც ის, რომ ისრაელის სახელმწიფომ ღაზაში საავადმყოფო დაბომბა, ეს იყო  სიცრუე, მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა. ისრაელმა გამოაქვეყნა მტკიცებულებები თუ რა მოხდა. საავადმყოფოს კი არა, საავადმყოფოსთან მიმდებარედ ავტომობილების სადგომს, ამ ე.წ. გასაჩერებელ ტერიტორიაზე ისევ მათ მიერ გასროლილი რაკეტა უკან დაბრუნდა, ის ჩავარდა, ეს იყო და ეს. რაც ისე გაასაღეს, თითქოს საავადმყოფო ისრაელმა შეგნებულად დაბომბა. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი სხვა არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, მაგრამ ის, რაც პირველსავე დღეებში ისრაელში შემოსულმა ათასობით ტერორისტმა ჩაიდინა შოკისმომგვრელია, ვერ გადაიფარება. ხალხი დღემდე შოკირებულია.  ჩვილ ბავშვებს სანამ თავს წააცლიდნენ, მშობლების თვალწინ გააუპატიურეს და შემდეგ ჩაიდინეს ეს სისასტიკე, ამ თემას არ მინდა შევეხო, რადგან ძალიან მტივნეულია, როგორც ადამიანისთვის, სხვას ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ანუ ტერორისტული საქციელი და მათი ქმედება, რომ დასაგმობია, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ეს იყო გაუგონარი სისასტიკე. არავინ შეგხვდება ისრაელის ქუჩებში, ერთი ადამიანიც კი, რომელიც იტყვის, რომ მოდი, ახლა ჩვენ მოვრიგდეთ, შევთანხმდეთ, მივაღწიოთ მოლაპარაკებას და ა.შ. პირიქით, ისრაელის სახელმწიფომ მსგავსი გადაწყვეტილება, რომ მიიღოს, ალბათ, მოსახლეობა ვერ აპატიებს და აქ სულ სხვა მოვლენები წავა. ყველა არის გაერთიანებული და ამბობს : ეს ბრძოლა ისრაელის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, ეს თემა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიხუროს.

პირადად მე, მქონდა სურვილი, რომ ე.წ. მოხალისეების რიგში ჩავწერილიყავი, დავხმარებოდი სახელმწიფოს, მაგრამ უარი მითხრეს, იმდენად რამდენადაც მსურველთა რაოდენობა თითქმის 300 %-დე არის მიღწეული და არც რეზერვისტების, არც ჯარისკაცების და არც მოხალისეების ნაკლებობას ისრაელი არ უჩივის, პირიქით საზღვარგარეთ, ვინც იმყოფებოდა, აბსოლუტურად ყველა დაბრუნდა – ქალი, კაცი… საოცარი სულისკვეთება და ერთიანობაა. ამიტომ, ჩემი მოხალისედ ჩართვის საჭიროება ამ ეტაპისთვის ვერ შედგა.

ერთი სიტყვით, დღეს ეს სურათი გვაქვს. იმასაც გეტყვით, რომ მაღაზიები ღიაა, ამ წუთას   სამსახურში ვიმყოფები, თუმცა დილით იყო სროლები, მაგრამ თქვენ იცით, რომ სროლის დროს თავშესაფრებში გავრბივართ, ზურგის სამსახურის წესებს ვიცავთ. ქუჩაში შიში და პანიკა, მსგავსი რამ არ არსებობს, ჩვეულებრივი ცხოვრებაა. რაკეტების სროლის დროს, რა თქმა უნდა, თავშესაფარშია ხალხი და გარკვეული პერიოდის შემდეგ თითქოს არაფერი მომხადარაო ჩვეულებრივ ქუჩაში სეირნობს. მსგავსი რაღაცეების მნახველი ვგიჟდები –  ომის პირობების მქონე ქვეყანაში ეს, ნამდვილად, დიდი სიმამაცის ტოლფასია და მე ამ ხალხში ამ სიმამაცეს ვხედავ”, – განაცხადა მაკა გოგოხიამ.

,, Geo News ”  

 

ფოტოკოლაჟი: ფოტოები, რომელიც მაკა გოგოხიას ფეისბუქ -გვერდზე დევს სათაურით :  ომის მე-16 დღე ისრაელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor