• April

    10

    2026
  • 89
  • 0
„პოლიტიკო“ – დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა

„პოლიტიკო“ – დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს დახურული შეხვედრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ყველაფერი ცუდად წავიდა. საუბარი მხოლოდ შეურაცხყოფების ტირადა იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

„პოლიტიკოს“ თანახმად, ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ განიხილავს შურისძიების ვარიანტებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობდა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ მას მოკავშირეებისგან კონკრეტული ქმედებები სურდა ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება მალე გახსნაში დასახმარებლად.

ალიანსის ორი მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ამ დროისთვის ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში მყოფ ნატო-ს ქვეყნებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და არც სრუტის ხელახლა გახსნისთვის სამხედრო აღჭურვილობის განლაგების განხილვა დაუწყიათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor