• October

    22

    2023
  • 82
  • 0
ირანის საგარეო მინისტრი – აშშ ღაზაში “პროქსი ომს“ აწარმოებს – რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი  ღაზაში გენოციდს არ შეაჩერებენ

ირანის საგარეო მინისტრი – აშშ ღაზაში “პროქსი ომს“ აწარმოებს – რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი ღაზაში გენოციდს არ შეაჩერებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, აშშ პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მეშვეობით ომს აწარმოებს.

”რისი მოწმენიც ვართ დღეს ღაზაში არის “პროქსი ომი“, რომელსაც აწარმოებს ისრაელის ყალბი რეჟიმი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს, პალესტინის ჩაგრული ერისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვია და მხარი დაუჭირა მის თავდასხმებს, რადგან იბომბება საავადმყოფოები, მეჩეთები, ეკლესიები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

„თელ-ავივში ყოფნისას აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის გაგზავნის იარაღით სავსე ასობით თვითმფრინავს, გემს და სატვირთოს მკვლელობისა და მასობრივი მკვლელობის მხარდასაჭერად, რომელსაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი უარს იტყვიან ღაზაში გენოციდის შეჩერებაზე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor