• April

    16

    2026
  • 63
  • 0
დონალდ ტრამპი -მინდა, რომის პაპმა სახარება წაიკითხოს, მე მთლიანად სახარების მომხრე ვარ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არ შეიძლება ძალიან ბოროტი სულისკვეთების ქვეყანას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება მისცე

დონალდ ტრამპი -მინდა, რომის პაპმა სახარება წაიკითხოს, მე მთლიანად სახარების მომხრე ვარ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არ შეიძლება ძალიან ბოროტი სულისკვეთების ქვეყანას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება მისცე

მე მაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმო რომის პაპს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პაპმა გაიგოს, რომ ირანმა 42 000 ადამიანი მოკლა, რომლებიც სრულიად უიარაღოები იყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და რომის პაპმა ეს უნდა გაიგოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა რომის პაპს „ურთიერთობის გამოსასწორებლად“, ტრამპმა უპასუხა: „არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, წუხს თუ არა იმის გამო, რომ რომის პაპთან დაპირისპირება მის კათოლიკე მხარდამჭერებს აღიზიანებს. ტრამპმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამაზე არ წუხს და მან უნდა გააკეთოს ის, რაც სწორია.

„მე არაფერი მაქვს პაპის საწინააღმდეგო, მაგრამ მე შემიძლია, არ დავეთანხმო პაპს. მე მაქვს უფლება, არ დავეთანხმო. მინდა, რომ რომის პაპმა სახარება წაიკითხოს, მე მთლიანად სახარების მომხრე ვარ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არ შეიძლება ძალიან ბოროტი სულისკვეთების ქვეყანას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება მისცე. თუ ეს ასე მოხდებოდა, ისინი გამოიყენებდნენ მას, ძალიან სწრაფად გამოიყენებდნენ და ბევრ ადამიანს მოკლავდნენ. ასე რომ, პაპს შეუძლია არ დამეთანხმოს. მე მთლიანად სახარების მომხრე ვარ, მაგრამ, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, არ შემიძლია დავუშვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და მათ არ ექნებათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ირანი აპირებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის ოთხი, მათ შორის ქალი, სიკვდილით დასაჯოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია რომის პაპს მიაწოდონ.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, პირადად იცნობს რომის პაპის ძმას და ის MAGA-ს მხარდამჭერია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor