• April

    20

    2026
  • 76
  • 0
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა

საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა

საია-მ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე საჩივარი გაგზავნა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჩივარი ოთხი მომჩივნის სახელით გაიგზავნა.

„2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საჩივარი გაგზავნილია ოთხი მომჩივნის სახელით. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პროევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი). ამ მიმართულებით დავა სამართალწარმოების კუთხით სიახლეა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით პირველად საჩივრდება სწორედ დემონსტრაციების კონტექსტში.

საჩივრის მთავარი სტრატეგიაა, სასამართლომ დაინახოს და შეაფასოს, რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს. კერძოდ, ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა, რომელიც სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის ქვეყანაში შექმნილი. ამის გაკეთება სასამართლოს კონვენციის მე-17 მუხლისა და მის მიღმა, სხვა სადავო მუხლების ქვეშ არსებული არგუმენტაციის გათვალისწინებით შეუძლია“, – აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor