• April

    22

    2026
  • 91
  • 0
ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი ყოველთვის ლიბანის გვერდით იდგა ისტორიის კრიტიკულ მომენტებში და კვლავაც მის გვერდით იქნება

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი ყოველთვის ლიბანის გვერდით იდგა ისტორიის კრიტიკულ მომენტებში და კვლავაც მის გვერდით იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად ლიბანის ხელისუფლების მცდელობებს მხარდაჭერას უცხადებს.

მისი თქმით, საფრანგეთი ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას განაგრძობს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ნავაფ სალამ. საფრანგეთი მხარს უჭერს ლიბანს ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მცდელობებში. ჩვენ ლიბანს უკვე მივაწოდეთ 60 ტონა ჰუმანიტარული დახმარება. უახლოეს დღეებში, „ევროპა-არაბული ხიდის“ მეშვეობით დამატებით თითქმის ათ ტონა ტვირთს (აღჭურვილობას) მივაწვდით“, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე განცხადებით, სტრატეგიული შეცდომაა, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ლიბანი ომში ჩაითრია.

ამასთან, მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანმა და ისრაელმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ისრაელმა კი ლიბანის ტერიტორია უნდა დატოვოს. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საჭიროა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განიარაღება.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, ერთად ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გასამყარებლად, რომელიც კვლავ მყიფეა. ლიბანისა და რეგიონის მდგრადი სტაბილურობა მხოლოდ ისრაელსა და ლიბანს შორის პოლიტიკური შეთანხმების გზით იქნება მიღწეული, რომელიც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას, პატივს სცემს ლიბანის ტერიტორიის ერთიანობას და საფუძველს ჩაუყრის მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ეს მოითხოვს, რომ „ჰეზბოლამ“, რომელმაც დაუშვა მძიმე სტრატეგიული შეცდომა ლიბანის მისთვის არჩეულ ომში ჩათრევით, შეწყვიტოს ისრაელის დაბომბვა და პრეტენზია, რომ ის თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში სახელმწიფოს შემცვლელად გვევლინება. ასევე, საჭიროა ისრაელის გასვლა ლიბანის ტერიტორიიდან, ლიბანელების მიერ „ჰეზბოლას“ განიარაღებას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით და ქვეყნის რეკონსტრუქცია ისე, რომ შესაძლებელი იყოს იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დაბრუნება. საფრანგეთი ყოველთვის ლიბანის გვერდით იდგა მისი ისტორიის კრიტიკულ მომენტებში და კვლავაც მის გვერდით იქნება“, – წერს მაკრონი.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor