• April

    24

    2026
  • 87
  • 0
გია ვოლსკი – შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება

გია ვოლსკი – შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება

„კანვასი“ ტრეინინგებს ატარებდა, ახალგაზდები როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და როგორ უნდა გაუკეთონ პროვოცირება სისხლიან შეტაკებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის და მომავალი ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად“.

„კონკრეტული ადამიანები ვიცით, ამ ყველაფერს ვინ აკეთებდა. სერბები იყვნენ ჩამოსული და ლექციებს ატარებდნენ. აკერმანმა სახელმძღვნელოც კი გამოსცა და პოპულარული გახდა, საქართველოში როგორ მოახდინონ რევოლუცია. აკერმანი გარდაიცვალა და ახლა ბლაჟევიჩი შემოვიდა. მისი ბრალი არ არის, მას უხდიან, რადგან ფორმულა იცის, როგორ უნდა მოახდინო დაპირისპირება სახელმწიფოსა და მომიტინგეთა შორის, როგორ დაიღვაროს სისხლი. მას რომ საქართველოს ბედ-იღბალი აღელვებს, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. რასაც სუს-ი ამბობს, ეს ბლაჟევიჩის ბრალი არ არის, ეს არის იმ უსამშობლოთა აღტკინება, რომ ქვეყანაში ის პროცესები უნდა განვითარდეს, რასაც ბლაჟევიჩი კარნახობთ. შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor