• April

    25

    2026
  • 120
  • 0
კანონის წინაშე თანასწორობა –  ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე და სახელმწიფოს პასუხი კორუფციაზე

კანონის წინაშე თანასწორობა – ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე და სახელმწიფოს პასუხი კორუფციაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს თანამედროვე სამართლებრივ პრაქტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეცედენტად შეიძლება ჩაითვალოს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთანავე, განაჩენით მას ჩამოერთვა დაუსაბუთებელი ქონება – ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სახლი, ასევე საქართველოში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის წყნეთში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ავტოსადგომი.

ჯუანშერ ბურჭულაძე 1978 წელს თბილისში დაიბადა. განათლება ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო. კარიერის განმავლობაში მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე საბანკო სექტორში, იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ პოზიციებზე, შემდეგ კი 2019 წლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

მისი მინისტრობის პერიოდი თავდაპირველად დაკავშირებული იყო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან, თუმცა მოგვიანებით სწორედ ამ პერიოდში განხორციელებული გადაწყვეტილებები გახდა გამოძიების საგანი.

პროკურატურის თანახმად, 2023 წელს ბურჭულაძემ და მისმა გარემოცვამ შექმნეს არაკონკურენტული გარემო სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI აპარატის შესყიდვის პროცესში, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა. საქმეში ასევე ფიგურირებდა უკანონო შემოსავლების შენიღბვის ეპიზოდი, რომელიც დაკავშირებული იყო ესპანეთში უძრავი ქონების შეძენასთან.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა მთავარი პრინციპი – სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულნი არიან იმოქმედონ თანაბრად ყველა მოქალაქის მიმართ, მიუხედავად მისი ყოფილი თუ მოქმედი სტატუსისა. სწორედ ამგვარი საქმეები ქმნის განცდას, რომ კანონი არ არის შერჩევითი და არ არსებობს ხელშეუხებელი თანამდებობები. როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა დგება სასამართლოს წინაშე, ეს საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილია, რომ კორუფცია, განსაკუთრებით სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, ვერ დარჩება დაუსჯელი.

მმართველი გუნდისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ ამ პროცესმა გააჩინა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიგნალი – ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ უნდა იყოს სისტემური და არა დეკლარაციული. სწორედ ასეთი საქმეები აყალიბებს სამართლებრივ კულტურას, სადაც თანამდებობა პასუხისმგებლობას ზრდის და არა იმუნიტეტს ქმნის.

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე დარჩება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება მაღალი თანამდებობიდან დაწყებული კარიერა დასრულდეს მძიმე სასჯელით, როდესაც ძალაუფლება პირადი სარგებლისთვის გამოიყენება. საბოლოოდ, ამ პროცესის მთავარი მნიშვნელობა არა კონკრეტულ პერსონაში, არამედ იმაშია, რომ სახელმწიფო დემონსტრირებს – კანონი მოქმედებს ყველასთვის და მისი დარღვევა ნებისმიერ დონეზე პასუხგებას მოითხოვს.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor