• April

    30

    2026
  • 53
  • 0
ირაკლი ზარქუა – პოლონეთის მთავრობას ამდენი პრობლემა აქვს, უმუშევრობის, კომუნალურების ზრდის, მიგრაციის, ამ დროს იცლის და ტელევიზიას აფინანსებს, პოლიტიკური ინტერესებია, რომ ვითარება აქ არიონ

ირაკლი ზარქუა – პოლონეთის მთავრობას ამდენი პრობლემა აქვს, უმუშევრობის, კომუნალურების ზრდის, მიგრაციის, ამ დროს იცლის და ტელევიზიას აფინანსებს, პოლიტიკური ინტერესებია, რომ ვითარება აქ არიონ

პოლონეთის მთავრობას ამდენი პრობლემა აქვს, უმუშევრობის, მაღალი ინფლაციის, კომუნალურების ზრდის, მიგრაციის და ამ დროს იცლის და ტელევიზიას აფინანსებს, სადაც თურმე საქართველოს სიახლეები ნათია კობერიძემ უნდა გააცნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპირის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ეს არის მათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ ტელევიზიიდან შეუტიონ, საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინონ.

„ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ, პოლონეთი რას იზამს. როგორ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა გქონდეს და უცხო ქვეყნის მაუწყებლობის დაფინანსებისთვის მოიცალო? ნონსენსია. პოლიტიკური ინტერესებია, რომ ვითარება აქ არიონ, შემდეგ ხელისუფლებაში „ჩერგოები“ და მისი სადაქალო მოიყვანონ, გააკეთებინონ ის, რასაც სააკაშვილის დროს აკეთებინებდნენ. ეს არის ამოცანა და მიზანიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo დააარსა. ტელევიზიაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმუშავებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor