• May

    1

    2026
  • 24
  • 0
ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა

ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა – 1985 წელს დაბადებულ ბ.ჟ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო შ.რ.-ს თანმხლები გ.ს., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor