
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს 25 პროცენტამდე გაზრდის
დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს ზრდის.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტარიფები იზრდება, რადგან ევროკავშირი არ ასრულებს აშშ-ის მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას.
„ტარიფი 25 პროცენტამდე გაიზრდება. სრულად გასაგები და შეთანხმებულია, რომ ისინი აშშ-ის ქარხნებში თუ აწარმოებენ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ტარიფი არ იქნება. ამჟამად მშენებლობის პროცესშია მრავალი საავტომობილო და სატვირთო ქარხანა, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. ეს რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთო ავტომობილების წარმოების ისტორიაში. ქარხნები, რომლებშიც ამერიკელი მუშები მუშაობენ, მალე გაიხსნება – ამერიკაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა!“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.





