• May

    4

    2026
  • 44
  • 0
კაია კალასი – საუბრები ამერიკული ძალების გასვლის შესახებ ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ დრო, როდესაც ამის შესახებ გამოცხადდა, ჩვენთვის სიურპრიზი გახდა

კაია კალასი – საუბრები ამერიკული ძალების გასვლის შესახებ ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ დრო, როდესაც ამის შესახებ გამოცხადდა, ჩვენთვის სიურპრიზი გახდა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაი კალასი აცხადებს, რომ გაოცებული დარჩა, თუ რომელი დრო შეარჩია ტრამპმა ევროპიდან ამერიკული ძალების გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

ამის შესახებ კალასმა ერევანში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე განაცხადა.

„საუბრები ამერიკული ძალების გასვლის შესახებ ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ დრო, როდესაც ამის შესახებ გამოცხადდა, ჩვენთვის სიურპრიზი გახდა“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ აუცილებელია მუშაობა ნატო-ში ევროპული კომპონენტის განმტკიცებაზე.

„ჩვენ ნამდვილად უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამერიკული ძალები ევროპაში მხოლოდ ევროპული ინტერესებისთვის არ იმყოფებიან, არამედ ამერიკული ინტერესებისთვისაც“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს გერმანიიდან 5 000 სამხედრო გაჰყავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor