• October

    25

    2023
  • 103
  • 0

ირაკლი კობახიძე – უამრავი პრობლემა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქაცარავა

უამრავი პრობლემა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ამ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ეს კონკრეტული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქაცარავა, უამრავი პროვოკაცია გვინახავს მისი მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს დავით ქაცარავას პოსტზე, რომლის მიხედვითაც, რუსული საოკუპაციო პატრული მლეთაში ავიდა, ასევე, ქაცარავა ამბობს, რომ შესაძლოა მალე ლომისას წმ. გიორგის ტაძარიც ოკუპირებული იყოს.

„ესეც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, თუ რაიმე პრობლემური ხდება ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული. რაც შეეხება ოჩამჩირის პორტის საკითხს, ეს პროცესი დაიწყო 2009 წელს, ესეც არის შესაბამისად წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, 2009 წელს დაიწყო პორტის მშენებლობა, გაღრმავება ოჩამჩირის ტერიტორიაზე. ეს არის წინა ხელისუფლების ერთ-ერთი „მიღწევა“ და მათი უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა მკაფიო პოზიცია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor