• May

    11

    2026
  • 34
  • 0
„სქაი ნიუსი“ – ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა უარყო

„სქაი ნიუსი“ – ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა უარყო

ირანმა აშშ-ის გეგმა უარყო, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, გეგმა „ნიშნავდა დონალდ ტრამპის გადაჭარბებული მოთხოვნებისადმი თეირანის დამორჩილებას“.

ამავე ცნობებით, ირანის საპასუხო წინადადება მოიცავს ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარებას, აშშ-ის მიერ ირანისთვის ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას და აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნას.

„ირანის გეგმა ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან ომის რეპარაციების გადახდის აუცილებლობას და ადასტურებს ირანის სუვერენიტეტს ჰორმუზის სრუტეზე. ირანმა ასევე ხაზი გაუსვა სანქციების დასრულების საჭიროებას და ქვეყნისთვის ჩამორთმეული აქტივებისა და ქონების დაბრუნებას“, – წერს „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor