• May

    19

    2026
  • 33
  • 0
თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი სომხეთში არჩევნებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გაიხსნება

თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი სომხეთში არჩევნებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გაიხსნება

თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა და ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა, რაშად მამედოვმა თურქულ გაზეთთან, Cumhuriyet-თან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მუდმივ კონტაქტზეა თურქეთთან და, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესიც გრძელდება.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ 7 ივნისს სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური ცვლილებების გზით „სომხეთის კონსტიტუცია აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს აღმოფხვრის“.

რაშად მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ ამის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც აშშ-ში შეთანხმდა. აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ სომხეთ-თურქეთის და, მოგვიანებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებიც გაიხსნება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor