• May

    30

    2026
  • 42
  • 0
დონალდ ტუსკი – სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი, ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტების სერიოზულად აღქმა

დონალდ ტუსკი – სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი, ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტების სერიოზულად აღქმა

პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი, სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია, ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად აღქმა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

ტუსკის თქმით, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა აღიქვან, როგორც რუსეთის ქმედებები, ისე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებები.

„პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ახლა რუმინეთი. სულ უფრო და უფრო მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულდა. ნატო-ში ყველამ საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად აღქმა“, – წერს ტუსკი.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor