• June

    3

    2026
  • 20
  • 0
პოლიციამ თბილისში ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა თანხის დაუფლების მიზნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor