• June

    8

    2026
  • 777
  • 0
ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს

ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს

მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს, რომლის მთავარ აქცენტებს გთავაზობთ :

,,მე როცა ციხეში გამამწესეს, შემდეგ ზურაბ ზვიადაური, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი, სხვას არ ჩამოვთვლი…ეს ადამიანები იმ უტეხი სულით აღსავსე თანამებრძოლები არიან, რომლებიც სიცოცხლის ფასად ქართულ საქმეს უღალატოდ აკეთებდნენ – როცა წინა ხაზზე საჭირო იყო მათი თავგანწირვა, ისინი მუდამ იქ იდგნენ ! ეს ის ხალხია ვისი იმედითაც თითოეული მათგანი იმ დროში, 2011 -2012 წლებში, ხვალინდელი დღის იმედი იყო სიმართლისთვის მებრძოლი უამრავი გმირისთვის, რომელიც თქვენ გააერთიანეთ.

მე, ჩვენ ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის და მაგვარის ისტორიებზე გავიზარდეთ. ასე რომ, თუ ჩვენს ძმებს პატიმრობაში, თუ პატიმრობა გამოვლილებს დღეს სტკივათ სული, ე. ი. ჩვენც გვტკივა ! ჩვენც განვიცდით მათ საპყრობილეში ყოფნას. ზოგიერთი იტყვის : ისინი, ანუ ჩვენ შეცდნენო…

ჩვენს ერთგულებაზე გრიგოლ ლილუაშვილის ბოლო სიტყვებს ვიტყვი სანამ დააპატიმრებდნენ : ყველაფერი უფლის ნებაა ! ამით მან თავის უტეხი ერთგულება თქვა და ჩუმად მიიღო უდიდესი განსაცდელი ! ყველა ერთგული, უღალატო ადამიანი ასე იქცევა. გაგიგიათ საჯაროდ რომელიმეს ჩივილი ? ირაკლისი, ზურასი, გრიგოლის, ჩემი ? ვერც ვერავინ გაიგებს !

ბოლოს ჩემი სოსო ჯაჭვლიანის სიტყვას გეტყვით, როცა ბოლოჯერ შევხვდი ამ ქვეყანაზე, 2024 წლის 6 იანვარს. მიუხედავად იმ უდიდესი დარტყმისა, რაც მან თავის პოლიტიკურ მოღვაწეობაში მიიღო, მითხრა – ლუკა, მე ამ ვერაგ სენს/სიმსივნეს დავამარცხებ და არჩევნების წინ ფეხით შემოვიაროთ მთელი საქართველო და თითოეულ ოჯახს ვთხოვოთ, რომ კიდევ ერთხელ მისცენ ნდობის მანდატი ბიძინა ივანიშვილს. შენ წამოხვალ ჩემთან ერთად ? მე მაქვს სია სადაც უნდა მივიდეთ. ეს სიკვდილთან მებრძოლმა სოსო ჯაჭვლიანმა თქვა.

დიახ, მისი ბოლო სიტყვა იყო – ლუკა, ჩვენ ასეთი ერთგულება ვიცით ! დიხ, ბატონო ბიძინა ჩვენ ასეთი ერთგულება ვიცით. ერთგულებისთვის კი დიდი ტვირთია საზიდი. მაგრამ მე ჩემი ძმების ტკივილი მტკივა. საჯაროდ მინდა მათ სიმხნევე ვუსურვო და ვუთხრა : თქვენი სიკეთე ქვეყნის წინაშე, დიდი იდეის წინაშე უკვალოდ ვერ ჩაივლის, უამრავ ადამიანს უყვარხართ და სჯერა თქვენი.

ბოლოს კი ვიტყვი : ჩვენი მოწინაღმდეგე დღეს და ხვალ, არა ნაც პარტიაა, არამედ საქართველოა, ანუ ჩვენ და დანარჩენი ევროპა, თუ მსოფლო ინტერესები, სადაც საქართველოს სახელმწიფო მხოლოდ ტერეტორიაა….აი, ასეთ დროს კი უღალატო ადამიანთა ერთობაა საჭირო, და არა საპყრობილეში ყოფნა…ეს არის ჩემი ტკივილით ნათქვამი იმედი. ჩვენ კი ერთობისთვის და სამშობლოსთვის მუდამ მზად ვართ, მიუხედავად უამრავი პირადი განსაცდელისა, თუ მომავალი ბრძოლისა, რომელიც ხილულიც იქნება და უხილავიც”, – წერს სოციალურ ქსელში ლუკა კუტანიძე.

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor