• June

    10

    2026
  • 78
  • 0
პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად, რომლებიც პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას განახორციელებენ.

სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს ან ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს.

კონკურსი სამეტაპიანია:

  1. განაცხადების გადარჩევა
  2. ტესტირება
  3. გასაუბრება

კონკურსში წარმატებული კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.

სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟიორების ხელფასი 1390  ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული.

საკონკურსო განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 10 ივნისიდან – 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგი საიტის მეშვეობით: vacancy.hr.gov.ge. დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია პროკურატურის ვებგვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor