• June

    11

    2026
  • 52
  • 0
ტატა ხვედელიანი – ოპოზიცია და ხელისუფლება ბრიუსელში დღევანდელ შეხვედრას პოპულისტურად იყენებენ, შეხვედრა ტექნიკურია და დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილებას ეხება

ტატა ხვედელიანი – ოპოზიცია და ხელისუფლება ბრიუსელში დღევანდელ შეხვედრას პოპულისტურად იყენებენ, შეხვედრა ტექნიკურია და დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილებას ეხება

ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან დღევანდელი შეხვედრის გამოყენება პოპულისტურად ხდება, რადგან ეს შეხვედრა ტექნიკურია და დიპლომატიურ პასპორტებზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ბრიუსელში დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი ბევრს მუშაობს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მოქალაქეებზე არ გავრცელდეს.

„ხელისუფლების მხრიდან საგარეო პოლიტიკის წარმოება არაკომპეტენტურად მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პარტნიორობის შეწყვეტას ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ამ ფონის გათვალისწინებით, საფრთხის ქვეშაა ევროპული მომავალი და უდიდესი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა. ჩვენი გუნდი ბევრს მუშაობს, რათა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მოქალაქეებზე არ გავრცელდეს. ქართველი ხალხი იმისთვის არ უნდა ისჯებოდეს, რომ ანტიქართული და ანტიეროვნული მთავრობა ჰყავს. ჩვენს მოსახლეობას შეზღუდვა არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor