• October

    31

    2023
  • 139
  • 0

ირაკლი კობახიძე – ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ, პრაქტიკულად, ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული – „არა რუსულ სტატუსს”

ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ოპოზიცია აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც, საბოლოო ჯამში, მათივე კოლეგებმა გათქვეს. პირდაპირ აღნიშნეს, რომ, რეალურად, ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა უკვე საკუთარ განწყობას აღარ მალავენ. როდესაც თვისებრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ამ სტატუსის მიღება იქნება კონტრპროდუქტიული. ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ, პრაქტიკულად, ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული – „არა რუსულ სტატუსს“, ეს მათი დამოკიდებულება და განწყობაა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor