• June

    23

    2026
  • 11
  • 0
პროკურატურა –  სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურა – სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, დაზარალებულს მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა, ასევე აიძულებდა მოწყალების თხოვნას, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას თავად ეუფლებოდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor