
საქართველო, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სახელმწიფო – ჯანდაცვის სისტემის განვითარების თანამედროვე ეტაპი და მიხეილ სარჯველაძის მასშტაბური ხედვა
ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. სწორედ ჯანდაცვის სისტემა განსაზღვრავს, რამდენად დაცულად გრძნობს თავს ადამიანი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა. თანამედროვე მსოფლიოში წარმატებული ჯანდაცვის მოდელი აღარ იზომება მხოლოდ კლინიკების რაოდენობით ან ტექნოლოგიური შესაძლებლობებით – იგი ფასდება იმით, რამდენად ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად სწრაფად პასუხობს სისტემა გამოწვევებს და რამდენად ეფექტიანად იცავს ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვასა და მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ხელმძღვანელობის პერიოდში სამინისტროს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ მიმართულებებს, რომლებიც ყველაზე მეტად ეხება მოქალაქეთა ყოველდღიურ საჭიროებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადებების მართვის პროგრამების განვითარება, სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების დახვეწა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესება. ეს მიმართულებები აისახა, როგორც შესაბამის ნორმატიულ აქტებში, ისე სამინისტროს საჯარო ანგარიშებში.
პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა :
ნებისმიერი წარმატებული ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზომი პაციენტია.
როდესაც სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანებს, იგი მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებს, ის მოქალაქეს აძლევს იმედს, რომ რთულ მომენტში მარტო არ დარჩება.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა.
სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეგულაციები ითვალისწინებს ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, სხივური თერაპიისა და შესაბამისი მედიკამენტების დაფინანსების წესებსა და ტარიფებს, რაც მიზნად ისახავს მკურნალობის უფრო ორგანიზებულ და ხელმისაწვდომ განხორციელებას.
ამ მიმართულებით სამინისტროს პოლიტიკა გამოხატავს სახელმწიფოს სურვილს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ფინანსური ბარიერები ეტაპობრივად შემცირდეს და მკურნალობის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერა იყოს უფრო ეფექტიანი.
თანამედროვე ჯანდაცვის მთავარი პრინციპი :
განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები დღეს ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს :
ხელმისაწვდომობა;
ხარისხი;
თანასწორობა;
საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკაც სწორედ ამ მიმართულებებით ვითარდება. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განვითარება, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დაფინანსების არსებობა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯები ქმნის საფუძველს, რომ ჯანდაცვის სისტემა უფრო ინკლუზიური გახდეს.
ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა :
ონკოლოგიური დაავადება მხოლოდ სამედიცინო გამოწვევა არ არის – ის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ტვირთიცაა.
ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ სფეროში ორიენტირებული იყოს მკურნალობის უწყვეტობაზე და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამით ათიათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ შორის ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის სერვისებით.
ასეთი პროგრამები ადასტურებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერა.
ჯანდაცვის სისტემის განვითარება :
ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა :
სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას;
სამკურნალო პროტოკოლების დახვეწას;
სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების განახლებას;
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას;
ამ მიმართულებებით განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის უფრო პროგნოზირებადი და ეფექტიანი ჯანდაცვის გარემოს შექმნას.
სახელმწიფო და მოქალაქე :
თანამედროვე სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა, მოქალაქემ იცოდეს, რომ მძიმე დაავადების შემთხვევაში სახელმწიფო მის გვერდით დგას.
ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამები სწორედ ამ იდეას ემსახურება – საზოგადოებაში გაძლიერდეს ნდობა, რომ მკურნალობის შესაძლებლობა მხოლოდ პირად ფინანსურ რესურსებზე არ არის დამოკიდებული.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა მისი განვითარება უწყვეტი პროცესია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროგრამების გაძლიერება, რომლებიც მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, მკურნალობის უფრო ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.
ჯანდაცვის სფეროში წარმატება იზომება არა მხოლოდ სტატისტიკით, არამედ იმ ადამიანების ისტორიებით, რომლებმაც დროული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად შესძლეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, პაციენტზე ორიენტირებული პოლიტიკის გაგრძელება, სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლება და პროგრამების განვითარება რჩება იმ მიმართულებებად, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მომავალს განსაზღვრავს, მომავალს, რომლის შექმნაში მიხეილ სარჯველაძეს განუზომლად დიდი წვლილი შეაქვს.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





