• August

    15

    2026
  • 123
  • 0
რადიკალური დაპირისპირება ადვოკატ პაატა შავაძესა და სამხედრო ძალების ვეტერან ერმილე ნემსაძეს შორის

რადიკალური დაპირისპირება ადვოკატ პაატა შავაძესა და სამხედრო ძალების ვეტერან ერმილე ნემსაძეს შორის

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ფიგურებს – ადვოკატ პაატა შავაძესა და ომის ვეტერან ერმილე ნემსაძეს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. „GEO NEWS“ მათ შორის მომხდარი რადიკალური დაპირისპირების ამსახველ მასალას უცვლელად, პირვანდელი სახით გთავაზობთ.

,,მე ვარ პაატა შავაძე.

და ახლა, ძმებ ნემსაძეებს, ორივეს ერთად გეუბნებით :

თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ვიდეოდან ნათქვამი სიტყვა ქრება, კამერიდან ნათქვამი შეურაცხყოფა ავიწყდებათ და საჯარო განცხადებაზე პასუხი არ არსებობს.

შეგეშალათ…!

ყველაფერი, რაც საჯაროდ ითქვა, არსებობს. არსებობს ჩანაწერი, არსებობს კონტექსტი, არსებობს კონკრეტული სიტყვები და არსებობს მათი ავტორი….

ამიტომ ძალიან მარტივად დადგება საკითხი :

ვინ რა თქვა, ვის მიმართ თქვა, რა ფაქტი დააბრალა, რა შეურაცხყოფა მიაყენა და რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება ამას.

მე არც თქვენ დაგემუქრებით და არც თქვენს ენაზე დაგელაპარაკებით….

თქვენს წინააღმდეგ ჩემი იარაღი იქნება კანონი, დოკუმენტი, მტკიცებულება და სასამართლო.

და ერთი რამ განსაკუთრებით კარგად დაიმახსოვრეთ :

ჩემი მიზანი არ არის თქვენი „პოლიტიკური კარიერის დამარხვა“….ჩემი მიზანია, თუ თქვენ მიერ ჩადენილ ქმედებაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არსებობს, ამ პასუხისმგებლობას კანონის გზით მიეცეს შესაბამისი უმკაცრესი შეფასება.

თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს – სასამართლო ამას დაადგენს.

თუ არსებობს – პასუხიც შესაბამისი იქნება.

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს არსი.

ამიტომ ნუ ცდილობთ ჩემთან სიტყვიერ შეჯიბრებას…მე თქვენთან სიტყვიერ ომს არ ვაპირებ….

თქვენ თქვით, რომ მე ,,ღორის თესლით გავკეთდი” და ავადმყოფ – 80 -ს- ,,მიკაკუნებულ” დედაჩემთან სექსი მოინდომეთ ! მე ეს მოვისმინე.

თქვენ გაავრცელეთ….მე დავაფიქსირე.

თქვენ შეურაცხყოფა მომაყენეთ ! მე სამართლებრივ გზას ავირჩევ…

და შემდეგ უკვე თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩემი შეფასება…

თქვენს ქმედებებს შეაფასებს კანონი….

მე ვარ პაატა შავაძე.

მისამართი სწორად დაიმახსოვრეთ…გთხოვთ! თქვენ დღეს ჩემი გამოცდა დაიწყეთ ! გამოწვევა მიღებულია, ბიჭებოოო” ! – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი პაატა შავაძე. 

პაატა შავაძის პოსტს ერმილე ნემსაძე შემდეგნაირად პასუხობს :

,,ბატონო პაატა ეს რა დღეში ჩავარდნილხართ, 40 წუთში სამი პოსტი მოგიძღვნია, ბიძინას მეგობრობასაც ტრაბახობ და თურმე ნატალია ვიბლიანის ადვოკატი ყოფილა პრობლემის თავი და თავი.

P.S. ისე ბიძინას მოღალატეს და გამყიდველს ეძახდი ნამოხვანის პროტესტებზე და ახლა ამაყობ ?

უცნაური მეგობრობა გცოდნია, ბატონო პაატა”,- წერს სოციალურ ქსელში ომის ვეტერანი, სამხედრო ერმილე ნემსაძე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ერმილე ნემსაძის მიერ პაატა შავაძის მიმართ გამოთქმული საჯარო უკმაყოფილებით დაიწყო, რომელშიც აღინიშნა, რომ პაატა შავაძემ მას 5 წლის წინ ადვოკატობა აღუთქვა, თუმცა დაპირება არ შეასრულა და არაკეთილსინდისიერად მოიქცა. 

მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor