• September

    3

    2026
  • 24
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილმა და პატრონებმა დაინახეს, რომ შეიძლებოდა, შერიგების პროცესი მშვიდობიანად დასრულებულიყო, რაც არ აწყობდათ, ჰყავდათ აგენტი და უთხრეს, ეს პროცესი ჩაშალეო

გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილმა და პატრონებმა დაინახეს, რომ შეიძლებოდა, შერიგების პროცესი მშვიდობიანად დასრულებულიყო, რაც არ აწყობდათ, ჰყავდათ აგენტი და უთხრეს, ეს პროცესი ჩაშალეო

სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი და „ნაცმოძრაობის“ მიზანი არასდროს ყოფილა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არც აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესი, რაზეც ფორმალურად საუბრობდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს რეგიონები.

„ადამიანი თავად ამობს, რომ შანსი არ არის, შევურიგდეთ აფხაზებსო. ის, რომ ბრაზი იქნებოდა, გარკვეული კონფლიქტი არსებობდა, ბუნებრივია, რადგან ომს ახასიათებს. ომის დროს მშვიდობიანი თანაცხოვრება რომ ყოფილიყო, ომიც არ იქნებოდა. შერიგების წინააღმდეგი რომ არის ადამიანი, ნიშნავს, რომ უცხოური ძალის წარმომადგენელი ხარ, რომელსაც არ სურს, ეს კონფლიქტები დასრულდეს. ამ განცხადებით მან ხელი მოაწერა ყველა იმ ბრალდებას, რა ბრალდებაც, ზოგადად, მას ჰქონდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება ეს პერსპექტივა, რომ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი გზით უნდა მივაღწიოთ თანაცხოვრებას ერთიან სახელმწიფოში და ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა, რაც ხდება ეტაპობრივად, ნელ-ნელა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, პროცესს ხელს შეუწყობს ისიც, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, მსოფლიოში ვითარება შეიცვლება, მათ შორის შეიცვლება ქვეყნის მიმართ დიდი სახელმწიფოების დამოკიდებულებები.

„ამას დაემატება აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების სურვილი. რაც შეეხება ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აქ მიზანია, ჩაიშალოს ეს მოლაპარაკება. ყველა ამბობს, მათ შორის, სამაჩაბლოში ვინც ცხობრობდა ეთნიკურად ქართველები, არანაირი პრობლემაა არც გადასვლასთან და არც ცხოვრებასთან, მათ შორის იყო ეკონომიკური ურთიერთობები აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის. 2008 წლის ომის შემდგომ მოხდა ეს პრობლემა, რაც მოხდა. რეალურად სააკაშვილმა და უცხოელმა პატრონებმა დაინახეს, რომ შეიძლებოდა ამ რეგიონებში შერიგების პროცესი მშვიდობიანად დასრულებულიყო და როგორც ჩანს, ეს არ აწყობდათ. აგერ ჰყავდათ თავიანთი აგენტი, დაურეკეს და უთხრეს, ეს პროცესი ჩაშალეო. ეს განცხადება სწორედ ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა : „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50 000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor