• September

    8

    2026
  • 303
  • 0
შეწყვიტა თუ არა მამუკა მდინარაძემ სიმღერა თათა გიორგობიანის დეპრესიის ფონზე ?

შეწყვიტა თუ არა მამუკა მდინარაძემ სიმღერა თათა გიორგობიანის დეპრესიის ფონზე ?

ღვანკითელი მამუკიე მდინარაძის პოლიტიკიდან გაპანღურების შემდგომ სოციალური ქსელი აჭრელდა მისი ძალად მომღერლობის კადრებით, კონკრეტულად კი, ,,ღამის შოუს” ამონარიდებით, სადაც ძირითადი აქცენტი და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მამუკიესა და ბენდის გოგონას, მომღერალი – ფსიქოლოგის თათა გიორგობიანის თვალების ჟუჟუნზეა მიქცეული – ,,მათი საქართველო იქ არის”.

ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვიუწყებოდით, თათა გიორგობიანის დედამთილის, ე.წ. ბიზნესმენის ლალი ეგაძის წუხილების თაობაზე, იმის შესახებ თუ როგორ ავიწროებდა ღვანკითელი გენერალ-სინუსი ,,სვიტ-ბანის” პირად სივრცეს და ეს უკანასკნელი როგორ გაურბოდა მდევნელს, რომელმაც როგორც ჩანს გავრცელებულ ვიდეო-კადრებში საწადელს მაინც მიაღწია. 

,,GEO NEWS” პირდაპირი მსხვერპლი აღმოჩნდა ,,სვიტ-ბანის” და ღვანკითელი ,,შუგარ-დედის” თავბრუდამხვევი ,,ლავსთორის” ზოგიერთი დეტალის უნებლიე გასაჯაროებისა.

გენერალ-სინუსი სუს-ის უფროსობის პერიოდში პირადად დასდევდა ,,GEO NEWS”-ის ყველა ბიზნესპარტნიორს და ჩვენთან თანამშრომლობას უკრძალავდა, ხოლო მისი ,,სან-შაინბეიბი” მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის პირობებში, საკუთარი მეწყვილის, ბაბი კირკიტაძის სატელეფონო ზარს ჩვენს დამფუძნებელთან წიკვინის, მუქარისა და ანგარიშსწორების მიზნით იყენებდა. ის აშკარად ჩანდა თვითკმაყოფილების ტკბილ წვენში ჩაძირული და მამუკიე ,,შუგერ-დედის”-თან ერთობის ძალით იპუტავდა და იგლიჯავდა.

ეს, რა თქმა უნდა, რედაქციის მისამძიმრებაა ტკბილი წყვილისთვის, რომელიც ახლა იძულებულია დაშორებულ მდგომარეობაში ცალ-ცალკე გაუძლოს ,,ნერვოტული” ცოლის წივილ-კივილს და ,,ნაზი” ქმრის ,,ჩაქრი შენ” სიტუაციებს. ამიტომაც, ვფიქრობთ, ცოტა გავახალისოთ ისინი მათი ,,ტკბილი ნოემბრის” მოგონებით, ხოლო სრულფასოვან საგამოძიებო მასალას, მათ შორის იმ ზიანზე, რაც ამ ,,პაროჩკამ” და მათმა ,,კუდის ამწევებმა” ,,GEO NEWS” მიაყენეს, აუცილებლად მოგითხრობთ აკადემიურ მასალაში, რომელსაც ჩვენი მკითხველი ახლო მომავალში იხილავს. 

P.S. ,,ფსიქოლოგ” თათა გიორგობიანის საეჭვო ცხოვრების წესის ამსახველი პუბლიკაციები სრულად განთავსებულია ჩვენს საიტზე.

( გაგრძელება იქნება ) 

ლილიანა ეგაძე, ბელა მერაბიშვილი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor