• September

    11

    2026
  • 289
  • 0
აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თათა გიორგობიანის საკუთარ აპარატში დასაქმებას და რა პოზიციაზე ?

აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თათა გიორგობიანის საკუთარ აპარატში დასაქმებას და რა პოზიციაზე ?

ჩვენთვის ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ გახდა ,,GEO NEWS” სახელისუფლებო ვერტიკალის ერთ-ერთი გამორჩეული დაჯგუფების სამიზნე. ჩვენ, კარგა ხანია, ვიცოდით და ვწერდით, რომ მამუკა მდინარაძე საფრთხედ აღგვიქვამდა, რასაც ჰქონდა სათანადო წინაპირობები, თუმცა, როგორც დღეს შევიტყვეთ, ის კონკრეტული მომღერალ-ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი ჩაძირული მდინარაძის ნავიდან წარმატებით გადასვეს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის ნავში. ეს კი, ღიად ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ,,GEO NEWS”-ზე პირადად არის გამწარებული, რამეთუ, თათა გიორგობიანი სულ მინიმუმ მისი უახლოესი გარემოცვის ორ გამორჩეულ ფიგურასთან ასოცირდება. და თუ იმასაც გავთვლით, რომ ამ უნიკალური მომღერალ-ფსიქოლოგის ფსიქოლოგიის ,,კარიერის” აწყობაზე დიდი ალბათობით ქართული სპეცსამსახურის ერთ-ერთი დანაყოფი ზრუნავს, ეს ალბათ კარგად ხსნის იმ ფაქტს შარდენის ქუჩებში მომღერალი გოგონა როგორ აღმოჩნდა ტელეკომპანია ,,პოსტ ტვ”-ში, ისევე როგორც ,,ღამის შოუს” ბენდში.

საგულისხმოა, რომ ბოლო ხანებში პროკურატურა არსებული ინფორმაციით ფარულად და ინტენსიურად იძიებს უშუალოდ ,,ღამის შოუს” ბენდის დაკვეთილი კონცერტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გონივრული ღირებულების ზევით ანაზღაურების საკითხებს და ვფიქრობთ, გამოძიების შედეგები საჭირო დროს გასაჯაროვდება. ამიტომაც, სადაც უკვე საკუთარი ბენდის თაობაზე ოპერატიული ინფორმაცია დაამუშავა და გადასცა ჩვენმა მომღერალმა ფსიქოლოგმა, სრულებით გასაგებია პრემიერის წუხილი, თუ რა სახის სენსიტიური პირადი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს გატანილი ქალბატონ თათას მისი უახლოესი გარემოცვის თაობაზე, თან როგორც მისი ერთ-ერთი პირველი გზის გამკვალავი გვამცნობს, ქალბატონ თათიას ძალიან გრძელი ენა აქვს, რაც ყველა შემთხვევაში კარგი არ არის. 

,,GEO NEWS” სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მისი სამსახურებრივი ფუნქციონირების გამართულობისა და ჩვენი გუნდის და ოჯახის წევრების პირად უსაფრთხოებაზე, მით უფრო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ უკვე ჰქონდა ადგილი რეალურ მცდელობას მოეწყოთ პროვოკაცია ,,GEO NEWS” იურისტისათვის და დამფუძნებლის ოჯახისთვის. მსგავსის განმეორების შემთხვევაში, ,,GEO NEWS” სრულ და პერსონალურ პასუხისმგებლობას დააკისრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის აპარატის უფროსის გარემოცვაშიც, როგორც გვეუბნებიან, ქალბატონ მომღერალ-ფსიქოლოგს ბევრად უფრო ხშირად ხედავენ, ვიდრე მის საკუთარ თანამშრომლებს. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, მორალის პოლიცია არა ვართ და ამ კუთხით შეფასებისგან თავს შევიკავებთ, მით უფრო, რომ თუ ასეთი რამ ნამდვილად ხდება, ეს მათი ოჯახებისა და პირადი ტრაგედია, მაგრამ როდესაც, სწორედაც რომ, პრემიერის სიძის ექსკლუზიური ინტერვიუ ,,GEO NEWS”-მა დაბეჭდა, ისევე როგორც აფხაზეთის პრობლემატიკის ძალიან ღრმა, საფუძვლიანი და მრავალფეროვანი ხედვა შესთავაზა საკუთარ მკითხველს, მათ შორის გამორჩეულ და ღირსეულ რესპონდენტებთან არაერთი ინტერვიუ და სადღეისოდ, ,,GEO NEWS”-ზე თავდასხმა და ზეწოლა ამ ამჩატებული სუბიექტის კაპრიზების თანახმად ხორციელდება, ჩვენ ვალდებული ვართ გავაფრთხილოთ პრემიერი იმ მოწამლული ვაშლის მის ბაღში გორაობის თაობაზე, რაც რეალურად პირდაპირ და უშუალო საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრივი გეზისა და მიზნების აღსრულებას. 

რაც შეეხება ოჯახის სიწმინდეს, რომლის დღესაც საქართველოში ყოველწლიურად აღვნიშნავთ, გვინდა გვჯეროდეს, რომ ამის მნიშვნელობა თუ პრემიერ-მინისტრისთვის რთულად გასაგებია, მაშინ ,,ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც ოჯახური ფასეულობები უპირველესია, კარგად აუხსნის და გააგებინებს ჩვენს ახალგაზრდა პრემიერს, რომ ლიბიდო და საქმე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. 

,,GEO NEWS” შეახსენებს მკითხველს, რომ ამ დღეებში კიდევ ერთი აკადემიური პუბლიკაცია განთავსდება ჩვენს რესურსზე თათა გიორგობიანთან დაკავშირებით, რათა მკითხველს რეტროსპექტიულად და სრულფასოვნად შევახსენოთ ქალბატონი მომღერალი-ფსიქოლოგის და ჩვენი გამოცემის სელექციური ისტორია. 

და ბოლოს, დავძენთ იმასაც, რომ ჩვენ არავის თეთრეულში არ გვსურს ქექვა, მაგრამ ამ თეთრეულში გახვეული ვნების სუბიექტები საკუთარ ობიექტებს ,,GEO NEWS”-ის საწინააღმდეგო განწყობებს თუკი ყურში ნაზი ჩურჩულით უქმნიან, ეს უკვე პირადი ინტიმური საკითხი კი არა, დამოუკიდებელ და მშვიდობის პოლიტიკის მხარდამჭერ მედიაზე თავდასხმის აღკვეთის პრევენციაა.

დარწმუნებული ვართ, ქალბატონი თათას ,,ჰენდლერები” ქართული სპეცსამსახურიდან კარგად გააგებინებენ ღრმად პატივცემულ აფროდიტეს, რომ ვნებისა და პოლიტიკის საკითხები ერთმანეთში ისე არ უნდა გადაიჯაჭვოს, რომ მავანს საკუთარი ადგილი, როლი და ფუნქცია მკვეთრად აერიოს. 

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor