• September

    14

    2026
  • 198
  • 0
ოცნებაში შიდა დუღილის ტემპერატურა მატულობს ?

ოცნებაში შიდა დუღილის ტემპერატურა მატულობს ?

,,ქართული ოცნების” შიდა დაპირისპირებები, გადაადგილებები და საკონსტიტუციო სასამართლოს გაჭიანურებული გადაწყვეტილებები 

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია „ქართული ოცნების“ შიდა პროცესებსა და შესაძლო საკადრო ცვლილებებზე, თუმცა, ჩვენი სანდო წყაროს თქმით, მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოპოზიციურად განწყობილი და კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებული პროგნოზები და ჭორები რეალობად არ იქცეს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელი პირების შესაძლო გადაადგილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით შესაძლო ცვლილებებიც.

ამ ეტაპზე გავრცელებული ცნობების ნაწილი უფრო პოლიტიკური ჭორების დონეზე რჩება და მათი დადასტურება ოფიციალური გადაწყვეტილებებით არის საჭირო, თუმცა, ჩვენი წყაროს მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი მიდის. 

საკონსტიტუციო სასამართლო – დაპირისპირების ახალი ფრონტი ?

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები. ჩვენი წყაროს  ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოსამართლეებს შორის გარკვეულ საკითხებზე პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და სასამართლოს შიგნით ერთიანი პოლიტიკური თუ სამართლებრივი პოზიციის არსებობაზე საუბარი უკვე რთულია.

წყაროს თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის საქმეები, რომლებიც მმართველი პარტიის პოლიტიკური მომავლისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მათ შორისაა პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა განხილვის ტემპიც პოლიტიკური ინტერესის საგნად იქცა.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი პოლიტიკური კითხვა :

რამდენად დამოუკიდებლად იღებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს და რამდენად მოქმედებს მის დღის წესრიგზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და საერთაშორისო გარემო ?

წილოსანი და ზარქუა – განსხვავებული სიგნალები მმართველ გუნდში

ამავდროულად, მმართველი გუნდის ცალკეულ წევრებთან დაკავშირებული პოლიტიკური სიგნალებიც საინტერესოა.

წყაროს თქმით, ნინო წილოსანის შემთხვევაში ბოლო პერიოდში რამდენიმე ინტერვიუმ და მისმა საჯარო პოზიციებმა პოლიტიკური ყურადღება ზედმეტად მიიპყრო. წილოსანი გააფრთხილეს, რომ მოზომილი იყოს.

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ირაკლი ზარქუა და მისი პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის წალენჯიხის თემატიკა. როგორც წყარო გვიმტკიცებს, წილოსანის მსგავსად მასაც უსაყვედურეს.

ეს ის ინფორმაციებია, რაც ამჟამად ჩვენი წყაროებისგან მივიღეთ. თუმცა, არის ჯერ ისევ დაუდასტურებელი ინფორმაცია, პრემიერი კობახიძის შესაძლო გადადგომის თაობაზე, რაც ან ამ თვეში მოხდება, ან დეკემბრამდე გადაიწევს. ამის ზუსტი მანიშნებელი კი ის იქნება მოხდება თუ არა კობახიძის ,,მოკვეთილი მარჯვენა ხელის” გენერალ-მაიორი მდინარაძის დაკავება, თუ კვლავ შინაპატიმრობის რეჟიმში დარჩება, რაც თავის მხრივ კობახიძეს სახის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor