• September

    15

    2026
  • 63
  • 0
ვის და რატომ უშლიდა ხელს ჩუბინიძე ივანიშვილთან სიახლოვით და ვინ აკონტროლებს დღეს მდინარაძეს ?

ვის და რატომ უშლიდა ხელს ჩუბინიძე ივანიშვილთან სიახლოვით და ვინ აკონტროლებს დღეს მდინარაძეს ?

ანზორ ჩუბინიძე – ივანიშვილის ერთგული კადრი და კულისებში მიმდინარე ბრძოლა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, სანდო და ღირსეული ადამიანია, რომლის გავლენის შემცირებასაც ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს, ხელისუფლების შიგნით გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ჩუბინიძის განსაკუთრებული ნდობა სწორედ მისი მთავარი კაპიტალია.

ხელისუფლებაში ბევრი ადამიანი შეიცვალა, ბევრის კარიერა დასრულდა, თუმცა ჩუბინიძე ივანიშვილის გარემოცვასთან მჭიდრო კავშირს წლების განმავლობაში ინარჩუნებდა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმციით, ივანიშვილს ასეთი ერთგული და სანდო კადრი ბევრი არ ჰყავს და სწორედ ამიტომ ჩუბინიძის ჩამოშორება მისი პოლიტიკური გარემოცვიდან გარკვეული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო.

რატომ სურდათ ჩუბინიძის ჩამოშორება ?

ჩვენი წყაროს მტკიცებით, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტერესში შესაძლოა ჩუბინიძის ივანიშვილთან გავლენის შემცირება ყოფილიყო.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პრობლემა მხოლოდ პირად ურთიერთობებში არ უნდა ვეძებოთ. საქმე შეიძლება ხელისუფლების შიგნით გავლენის ცენტრების გადანაწილებას ეხებოდეს.

ჩუბინიძე ივანიშვილთან ახლოს მყოფ ადამიანად აღიქმება. ასეთ ვითარებაში მისი გავლენის შენარჩუნება ნიშნავს იმასაც, რომ ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაციისა და ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი კვლავ ფუნქციონირებს.

სწორედ ამიტომ მდინარაძე-კობახიძის პოლიტიკური ჯგუფისთვის ჩუბინიძის ივანიშვილისგან დისტანცირება ხელსაყრელი იქნებოდა.

ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და არა დადასტურებული ფაქტი.

ვინ აკონტროლებს დღეს მდინარაძეს ?

ამ ისტორიის მეორე, კიდევ უფრო საინტერესო ნაწილი სწორედ მამუკა მდინარაძეს უკავშირდება.

პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ,,სდსს”-ი დღეს თავად ახდენს გარკვეულ გავლენას მდინარაძეზე და მის გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებს აკვირდება.

ამ მოსაზრების ავტორები საუბრობენ მდინარაძის საქმიანობაში არსებულ სავარაუდო გადაცდომებსა და წინააღმდეგობებზე და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ შეიძლება არსებობდეს მის მიმართ შიდა კონტროლის მექანიზმი.

ბრძოლა ივანიშვილთან სიახლოვისთვის ?

სწორედ აქ იკვეთება ამ ისტორიის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა.

ერთი მხრივ ჩუბინიძე, ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში უკავშირებენ ივანიშვილის ნდობას, ერთგულებასა და პირად უსაფრთხოებას.

მეორე მხრივ ხელისუფლების ახალი თაობის გავლენიანი ფიგურები, რომელთა პოლიტიკური წონა განსაკუთრებით გაიზარდა და ამბიციებიც არაჯანსაღი გახდა.

„ძველი გვარდია“ და ახალი პოლიტიკური ცენტრი :

ჩუბინიძის ფიგურა საინტერესოა კიდევ ერთი მიზეზით : იგი იმ ადამიანების ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ადრეული ეტაპებიდან მოდიან.

მისი ერთგულების შესახებ არსებული რეპუტაცია სწორედ ამ ხანგრძლივ პერიოდს ეფუძნება.

ამიტომაც ჩნდება კითხვა :

შეუძლია თუ არა ახალ პოლიტიკურ ელიტას იმ ადამიანების გავლენის შემცირება, რომლებმაც ივანიშვილის ნდობა წლების განმავლობაში მოიპოვეს ?

ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამის მცდელობა არსებობდა და ამ პროცესში ჩუბინიძეც აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

თუმცა, სანამ კონკრეტული მტკიცებულებები არ გამოჩნდება, ეს ყველაფერი რჩება პოლიტიკურ ვერსიად, რომლის გადამოწმებაც ჟურნალისტურ გამოძიებას მოითხოვს.

ერთი რამ კი აშკარაა :

ანზორ ჩუბინიძის პოლიტიკური მნიშვნელობა მხოლოდ მის ოფიციალურ თანამდებობაში არ უნდა ვეძებოთ.

მისი მთავარი ძალა, სწორედ ხანგრძლივი ერთგულება და ივანიშვილის ნდობაა.

და სწორედ ამიტომ რჩება ყველაზე საინტერესო კითხვა :

თუ ჩუბინიძის ჩამოშორება მართლაც სურდათ, ვის უშლიდა ხელს მისი ივანიშვილთან სიახლოვე და რატომ ?

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor