• September

    15

    2026
  • 21
  • 0
მომღერალი თათა გიორგობიანი – „ფსიქოლოგი“ SEU-ს დიპლომით და აკადემიური „ბაზრობის“ კრახი ?

მომღერალი თათა გიორგობიანი – „ფსიქოლოგი“ SEU-ს დიპლომით და აკადემიური „ბაზრობის“ კრახი ?

ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში მრავალფეროვან კურიოზებს მიეჩვია, მაგრამ ზოგჯერ, ერთი „ვარსკვლავის“ ბიოგრაფია მთელი სისტემის სირცხვილს ამხელს.

სწორედ ასეთია თათა გიორგობიანის შემთხვევა, რომელიც სცენიდან, ღამის შოუებიდან და ,,ბენდური” სიმღერებით გვამახსოვრებს თავს, მაგრამ ინტერვიუებში მკერდზე მჯიღის ცემით აცხადებს :

მისთვის პირველადი პროფესია ფსიქოლოგობაა, დანარჩენი კი…უბრალოდ გართობა.

საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება არა კითხვა, არამედ ირონიული ღიმილი :

თუ სიმღერა და ტელე-შოუები „გართობაა“, მაშინ რა არის მისი „მთავარი საქმიანობა“ ? ვის სჭირდება ასეთი „ფსიქოლოგი“ ?

თუკი, ფსიქოლოგობაა „მთავარი“, მაშინ რამდენად „სანდოა“ მისი კვალიფიკაცია, რომელსაც ასეთი არასერიოზული ,,ბენდური“ ასოცირება და ტაშფანდურით მუდმივად შეურაცხყოფს ?

„ფსიქოლოგი ვარო“, თვითდაჯერებული განაცხადი თუ კვალიფიკაციის არქონის კომპლექსი ?

გიორგობიანი საკუთარ გამოსვლებში ხაზგასმით იმეორებს, რომ ნამდვილი ფსიქოლოგია. ეს მუდმივი „თვითდარწმუნების თერაპია“ გვაფიქრებინებს, რომ არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ მას თავადაც ეპარება ეჭვი.

ბუნებრივია, რომ ეჭვი გაჩნდეს :

აქვს კი მას რეალურად ის აკადემიური „ტვირთი“, რასაც მაგისტრის დიპლომი გულისხმობს ?

ოფიციალურად, ქალბატონს SEU-ს ( საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ) ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომი უდევს თაროზე. თუმცა, მისი საჯარო პრაქტიკა და მით უმეტეს, განცხადებები, დამაჯერებლად ამტკიცებს :

დიპლომის ფლობა და რეალური კომპეტენცია ერთმანეთისგან სინათლის წლებითაა დაშორებული.

SEU – აკადემიური დაწესებულება თუ ,,დიპლომების სუპერმარკეტი” ?

თათა გიორგობიანის აღიარება SEU-ს მისამართით უკვე არა ბრალდება, არამედ ბრენდინგის კრახია :

ის საჯაროდ, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ამბობს, რომ სცენიდან გაგზავნილი მესიჯებით „ჩათვლებს უწერდნენ“.

თუ ეს „ექსკლუზივი“ სიმართლეა, მაშინ საქმე გვაქვს არა უბრალოდ დარღვევასთან, არამედ აკადემიური სივრცის სრულ პაროდირებასთან. გამოდის, რომ SEU მზად არის ფულისა და ცნობადობის სანაცვლოდ აკადემიური ხარისხი გასცეს ფაქტობრივი ცოდნის ნულოვანი დონით ?

მაშინ, როცა ნამდვილი უნივერსიტეტები ცდილობენ ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას, SEU სტუდენტს აძლევს მესიჯებით „ჩაბარების“ და დიპლომის „ყიდვის“ უფლებას ? შედეგი კი სავალალოა – ფსიქოლოგიის პროფესიის დისკრედიტაცია :

როგორც ჩანს, გვყავს „ფსიქოლოგიის მაგისტრი“, რომელსაც აკადემიური საფუძველი არათუ არ გააჩნია, არამედ ამის გამო თავსაც კი იწონებს.

ფსიქოლოგიის პროფესია :

„შოუს ვარსკვლავების“ თავდასხმის ობიექტი

ფსიქოლოგის პროფესია მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნას, ეთიკას, კვლევით და პრაქტიკულ გამოცდილებას. თუ ამ პროფესიის წარმომადგენელი მხოლოდ ფორმალური „ქაღალდით“ შემოიფარგლება, მაშინ საზოგადოება მძიმე საფრთხის წინაშე დგას :

ვის ანდობს ის თავის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ?

სწორედ ასეთ „ბაზარს“ ვხედავთ დღეს :

პროფესიის ავტორიტეტი ზოგჯერ ნულს უტოლდება.

საზოგადოების ნდობა ფსიქოლოგების მიმართ ილუზიად იქცევა.

ნებისმიერი „სელებრითი“ თავს ფსიქოლოგად მოიხსენიებს, თუკი SEU-სგან „ე.წ. დიპლომს“ მოიპოვებს.

თათა გიორგობიანი – აშკარა სიმპტომი სისტემური დაავადებისა და SEU-ს უპასუხისმგებლობის ?

გიორგობიანის შემთხვევა მხოლოდ ინდივიდუალური კურიოზი არ არის. ის უფრო ფართო, მახინჯი სურათის ანარეკლია, სადაც დაბალი აკადემიური სტანდარტები, ფასიანი „სწავლება“ და დიპლომების უსირცხვილო გაცემა მთლიანად ანგრევს პროფესიულ სივრცეს საქართველოში ?

SEU, რომელიც თავს „ეროვნულ უნივერსიტეტს“ უწოდებს, ფაქტობრივად აქცევს განათლებას „ელიტურ ბაზრობად“ :

ვინც ფულს და ცნობადობას ფლობს, იმან დიპლომი უნდა მიიღოს, მათ შორის ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორიცაა ფსიქოლოგია. შედეგად კი გვყავს ისეთი TOP „მაგისტრები“, რომელთა პროფესიონალიზმი მხოლოდ სასაცილო კითხვებად რჩება.

ქაღალდის ფასი :

მომღერალ-ფსიქოლოგ თათა გიორგობიანის ისტორიამ ნათლად დაგვანახა :

პრობლემა არ არის ერთ „მომღერალში“. პრობლემა სისტემურია და იწყება იქ, სადაც უნივერსიტეტი სრულ დეგრადაციას განიცდის.

თუ SEU-ს მსგავსი დამოკიდებულება გაგრძელდა, ფსიქოლოგიის პროფესია საქართველოში საბოლოოდ დაკარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას და მაგისტრის დიპლომის ფასი მხოლოდ ფერად ნაბეჭდ ფურცლამდე დავარდება.

ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოება დაინტერესდეს :

რატომ განაგრძობს ეს „უნივერსიტეტი“ აკრედიტაციის შენარჩუნებას ?

სრული და უმკაცრესი აუდიტი უნივერსიტეტებში აკადემიური ხარისხების მინიჭების პროცესში.

გამჭვირვალე და დაუნდობელი კონტროლი განათლების სამინისტროს მხრიდან.

საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომ ვინმემ არ მიიღოს ფსიქოლოგის წოდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას SEU-ს „იუმორისტული“ დიპლომი უჭირავს.

თათა გიორგობიანი მხოლოდ ერთია იმ მრავალთაგან, ვინც ამ სისტემურ ნაკლოვანებას ავლენს. ეს შემთხვევა უნდა იყოს უკანასკნელი ზარი იმის გასაგებად, რომ თუ განათლების ხარისხი არ არის დაცული, პროფესიის მომავალი და მასთან ერთად საზოგადოების ჯანმრთელობა საფრთხეშია.

მკითხველს ვაცნობებთ, რომ რედაქცია კომენტარისთვის დაუკავშირდა SEU-ს, რაც მომდევნო პუბლიკაციაში გამოქვეყნდება.

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor