
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის 2011-2017 წლებში – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრის პოსტი თინათინ რუხაძემ 28 ივლისს დატოვა.





