• September

    23

    2026
  • 30
  • 0
პაატა შავაძე : ,,ხელები შორს გენერალური პროკურორისგან – გიორგი გვარაკიძეს საფერფლეც კი არ უდევს ოჯახში ზედმეტი”

პაატა შავაძე : ,,ხელები შორს გენერალური პროკურორისგან – გიორგი გვარაკიძეს საფერფლეც კი არ უდევს ოჯახში ზედმეტი”

,,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს : ვინ დგას იმ საინფორმაციო კამპანიის უკან, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის, კორუფციასთან დაკავშირებას ცდილობს” ? -, ამის შესახებ ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს. 

შავაძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ თემების მიზანმიმართული ტირაჟირება კონკრეტულ პირებსა და საინფორმაციო წყაროებს უკავშირდება.

,,ნუ მაიძულებთ დავასახელო საჯაროდ მისი/მათი ვინაობა ! ნიჭიერად მოიქეცით და ოჯახში მოიკითხეთ კორუმპირებულები. მით უმეტეს, გამამტყუნებელი განაჩენიც დამდგარია. 13 წელიც ცოტა როდია ? ხმა არ ამომაღებინოთ.

გვარაკიძეს საფერფლეც კი არ უდევს ოჯახში ზედმეტი”,- აცხადებს შავაძე.

მისივე შეფასებით, გიორგი გვარაკიძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ერთი ძალიან მარტივი სამართლებრივი პასუხი აქვს :

ჯერ კანონი წაიკითხეთ და მერე დაწერეთ პოსტები !

პაატა შავაძე : გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, გენერალურ პროკურორად არჩევამდე მუშაობდა თბილისში, მათ შორის, თბილისის პროკურორად და გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ. 2025 წლის 13 მაისიდან იგი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2025 წლის 24 ივნისს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად აირჩია.

როდესაც პირი სახელმწიფო თანამდებობაზე გადადის სხვა ქალაქში და სამსახურის გამო თბილისში უწევს მუდმივად საქმიანობა, მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ პროკურორი, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ტერიტორიაზე და იქ საცხოვრებელი ბინა არ აქვს, სახელმწიფომ შესაძლებელია უზრუნველყოს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ან აუნაზღაუროს საამისოდ საჭირო ხარჯები.

ანუ რა ხდება ?

ადამიანი არ „ითხოვს ხალხისგან ბინის ფულს“ პირადი კეთილდღეობისთვის.

თუ მისი სამსახური თბილისშია, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ქუთაისშია და თბილისში საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, საცხოვრებლის უზრუნველყოფა შეიძლება სწორედ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ხდებოდეს.

და ეს არ არის გვარაკიძის მიერ მოგონილი წესი.

ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმი.

ახლა მეორე საკითხი – ის ცნობილი 141 440 $ -იანი ბინა.

აქაც საოცარი ლოგიკით ცდილობენ საზოგადოებაში შთაბეჭდილების შექმნას :

„გენერალური პროკურორი გახდა და მერე იყიდა ძვირადღირებული ბინა !“

ჯერ ერთი დეკლარაციის მიხედვით, ბინა 2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შეიძინა.

მეორე -ბინის შეძენის ფაქტი არ ადასტურებს მისი თანხის უკანონო წარმომავლობას.

თუ ვინმეს აქვს მტკიცებულება, რომ თანხა უკანონოდ არის მოპოვებული, წარმოადგინოს.

თუ არსებობს მონაცემი, რომ დეკლარაციაში განზრახ ცრუ ინფორმაციაა შეტანილი -წარმოადგინოს.

თუ არსებობს კონკრეტული უკანონო გარიგება – დაასახელოს.

მაგრამ მხოლოდ ბინის ღირებულების დაწერა და მის გვერდით სიტყვა „კორუფციის“ მიწერა სამართლებრივი მტკიცებულება არ არის.

მით უმეტეს, როდესაც დეკლარაციაში თავად არის ასახული მისი შემოსავლები, დანაზოგები და საბანკო ვალდებულებები, მათ შორის სესხები.

BMG-ის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს ასევე ჰქონდა მნიშვნელოვანი სესხები, ხოლო გვარაკიძეს ჰქონდა როგორც საბანკო, ისე ნაღდი დანაზოგები.

მესამე საკითხი – ქუთაისში არსებული ბინების გაქირავება.

ესეც როგორღაც „სქემად“ გამოაცხადეს.

ბოდიში, მაგრამ საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება დანაშაული არ არის.

თუ ადამიანს საკუთრებაში აქვს ბინა და აქირავებს მას, ქირიდან მიღებული თანხა მისი კანონიერი შემოსავალია – იმ პირობით, რომ შესაბამისი საგადასახადო და დეკლარირების ვალდებულებები სრულდება.
და თუ ადამიანი საკუთარი ქონებიდან მიღებულ შემოსავალს იყენებს ოჯახის საჭიროებისთვის, დანაზოგისთვის, სესხის მომსახურებისთვის, ან სხვა პირადი მიზნებისთვის, ამისთვის სოციალური ქსელის რომელიმე „ინკვიზიტორის“ ნებართვა არ სჭირდება. საკუთარი ფული მისი საკუთრებაა.

ახლა ყველაზე მთავარი :

ვინც გვარაკიძეს კორუფციაში ადანაშაულებს, ვალდებულია კონკრეტული მტკიცებულება წარმოადგინოს.

არა ემოციური პოსტი.

არა 50 ძახილის ნიშანი.

არა „ხალხის ფულს ჭამს“.

არა „როგორ არ გრცხვენია“.

არამედ :

რომელი თანხა ?

რომელი გარიგება ?

რომელი კანონი დაირღვა ?

ვინ გადასცა ?

ვინ მიიღო ?

რა მტკიცებულება არსებობს ?

აი, ეს არის სამართლებრივი მსჯელობა. დანარჩენი არის სოციალური ქსელის სასამართლო, სადაც ადამიანს ჯერ ასამართლებენ და მერე ეძებენ დანაშაულს.

და კიდევ ერთი რამ :

მე არ ვამბობ, რომ საჯარო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობა არ უნდა შემოწმდეს, პირიქით !

გენერალური პროკურორის ქონება და შემოსავლები უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის გენერალური პროკურორია, მისი შეფასებაც უნდა მოხდეს სამართლებრივი სტანდარტით და არა პოლიტიკური სიძულვილის, პირადი ანგარიშსწორების, ან სოციალური ქსელის ემოციური კამპანიის საფუძველზე.

თუ უკანონობაა გამოიძიეთ.

თუ დანაშაულია დაამტკიცეთ.

თუ დეკლარაცია მცდარია მიუთითეთ კონკრეტული ჩანაწერი.

მაგრამ :

ქონება დანაშაული არ არის.

ქირის მიღება დანაშაული არ არის.

სესხის აღება დანაშაული არ არის.

ბინის შეძენა დანაშაული არ არის.

და სახელმწიფოს მიერ კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი ხარჯის უზრუნველყოფა, მით უფრო, თავისთავად, „ხალხის ფულის ჭამას“ არ ნიშნავს.

სამართალი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანის წინააღმდეგ ბრალდებას მტკიცებულება მოჰყვეს და არა მტკიცებულებას – ბრალდება.

გვარაკიძის საქმიანობა შეიძლება გააკრიტიკო.

მის გადაწყვეტილებებს შეიძლება შეედავო.

მის მიერ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შეიძლება შეაფასო.

მაგრამ ადამიანის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდების წამოყენებისას ერთი წესი უნდა მოქმედებდეს ყველასთვის :

მტკიცებულება ან არაფერი.

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმალური სტანდარტი.

მოამზადა – ქეთი ხომერიკმა

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor