• September

    24

    2026
  • 23
  • 0
პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,) ხოლო ერთ პირს ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულისგან სხვადასხვა ოდენობის თანხის გადაცემას სისტემატიურად ითხოვდნენ. უყენებდნენ მოთხოვნას გადაეცა მათთვის კონკრეტული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებით და მის საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარე ე.წ. ,,ზიპლაინის“ დაზიანებით ემუქრებოდნენ. მათ მიერ განხორციელებული ზეწოლით ე.წ ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეჩერდა. ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული მუქარების და დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებული იძულებული გახდა მათთვის სხვადასხვა დროს, ჯამში 187 297 ლარი გადაეცა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოიღეს.

ბრალდებულებს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,) ხოლო ერთ პირს ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor