• September

    10

    2023
  • 73
  • 0

კახა კალაძე – საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა სხვათა ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით პარტიული ღონისძიებები გრძელდება, პარალელურად კი წინასაარჩევნო სამზადისი იწყება.

როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„პარტიული კონფერენციები გაგრძელდება. ხვალ სამეგრელოში ყველა ქალაქში ჩავალთ. კონფერენციებზე რაიონული პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს ავირჩევთ. ქვეყნის მასშტაბით ყველგან ვაპირებთ ჩასვლას. პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს. 2024 წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წელია – არის საპარლამენტო არჩევნები, რასაც პარტია „ქართული ოცნება“ მომზადებული შეხვდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის მხარდამჭერით გამარჯვებას მივაღწევთ. ეს გამარჯვება სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ განვითარებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, გაჩაღდეს მეორე ფრონტი, შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზარალდეს ეკონომიკა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor