• November

    2

    2023
  • 113
  • 0
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური – ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური – ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო

ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ვითარება მიღწეულია ისეთ ტექნოლოგიურ დონემდე, რომელიც ჩიხს იწვევს.

უკრაინელი გენერალი მიიჩნევს, რომ ჩიხიდან გასასვლელად მძლავრი ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.

„ღრმა და ლამაზი გარღვევა დიდი ალბათობით არ იქნება. რუსეთმა სულ მცირე 150 000 ადამიანი დაკარგა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი დანაკარგები შეაჩერებდა ომს. მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რასაც მტერი აკეთებს და ის ხედავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, როგორიცაა დენთი, რომელიც ჩინელებმა გამოიგონეს და რომელსაც დღესაც ვიყენებთ ერთმანეთის მოსაკლავად“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor