
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ანზორ ჩუბინიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ ელჩს, რობინ დანიგანს უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ,,სდსს”-ს ავრცელებს.
,,სდსს”-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საელჩოსა და სამსახურს შორის არსებული ურთიერთობები, ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ საფრთხეებზე და თანამედროვე გამოწვევებზე, განიხილეს მოვლენების სავარაუდო განვითარება და მათი შესაძლო გავლენები საქართველოზე.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, ელჩმა დანიგანმა გამორჩეულად გაუსვა ხაზი სდსს-ის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს, კვალიფიციური სამსახურის გამო მადლიერება გამოხატა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
მათივე ცნობით, აშშ-ის ელჩის დაცვის უზრუნველყოფას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1995 წლიდან უწყვეტად ახორციელებს.







