• October

    6

    2026
  • 87
  • 0
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნებია დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.

რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობიდან გადადგომა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სრულად და უწყვეტად გასაჯაროება. ოჯახის წევრების განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს რეალური რეაგირება არ მოჰყვება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor