• November

    2

    2023
  • 112
  • 0
ილია დარჩიაშვილი – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, იმედით ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ

ილია დარჩიაშვილი – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, იმედით ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ

ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. მომავალი კვირისთვის უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ბილეთი მომავალში, დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან, მინისტრის თქმით, საქართველოს ამისთვის კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს.

„ოპტიმიზმის წყარო არის ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა – კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა განხილული ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს, დამატებითი, შიდა ტექნიკური საკითხები, რომლებზეც ვიზიტის დროს ვისაუბრეთ. კონკრეტული ვიზიტის შემდეგ რა ნაბიჯებიც გადავდგით, ძალიან ძლიერ სიგნალებს გვაძლევს ბრიუსელიდან. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, ევროკავშირი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. დღევანდელ განხილვებშიც ძალიან ბევრს საუბრობენ პარტნიორები, რომ ევროკავშირის მხრიდან გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და რა თქმა უნდა, დამსახურებაზე დამყარებული გადაწყვეტილებები. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor