• September

    11

    2023
  • 88
  • 0
ირაკლი კობახიძე – 12 პუნქტზე ციფრებით მანიპულირება არ არის სწორი, ვინმე თუ გულშემატკივრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, რა თქმა უნდა, მან არ უნდა იმანიპულიროს ციფრებით

ირაკლი კობახიძე – 12 პუნქტზე ციფრებით მანიპულირება არ არის სწორი, ვინმე თუ გულშემატკივრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, რა თქმა უნდა, მან არ უნდა იმანიპულიროს ციფრებით

12 პუნქტზე ციფრებით მანიპულირება არ არის სწორი, ვინმე თუ გულშემატკივრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, რა თქმა უნდა, მან არ უნდა იმანიპულიროს ციფრებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველო თავიდან ბოლომდე მზად არის, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომ „12 პრიორიტეტის სახით მკაფიოდ გაწერილია ამოცანები, ივნისის შემდეგ საქართველომ შეასრულა სამი მათგანი, დანარჩენი ცხრა პროცესშია, თუმცა დრო არის მათ შესასრულებლად“.

„ევროკავშირის პოზიციას რაც შეეხება, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ამბობენ, რომ სამი სრულად არის შესრულებული და დანარჩენ შემთხვევაში, ზოგი დიდწილად შესრულებულია, ზოგი სანახევროდ, ზოგი ასე, ზოგი – ისე, მაგრამ არსებითად, ჩვენ რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა ივნისის ბოლომდე ყველაფერი გავაკეთეთ და დამატებით რაც გვითხრეს, იმასაც ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, საქართველო თავიდან ბოლომდე მზად არის, დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მინდა, ასევე შეგახსენოთ, მოლდოვისა და უკრაინის მონაცემები. მათ უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა შეასრულეს ცხრიდან სამი მოთხოვნა, შვიდიდან ორი მოთხოვნა. დეკემბერში საქართველო არა მარტო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ დეკემბერში, ისევე როგორც დღეს, იქნება ყველაზე წინ ამ სამეულში, თავისი განვითარებით, მათ შორის პუნქტების შესრულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor