
,,GEO NEWS”-ის განცხადება – ჩვენი სოლიდარობა ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს !
შოკირებული, გაოგნებული და იმედგაცრუებულნი ვართ ჩვენი კოლეგის ,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის დაკავების ფაქტით.
ჟურნალისტის დაკავება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, სერიოზულ კითხვებს აჩენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესახებ.
ვთხოვთ, გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი გვარაკიძეს პირად კონტროლზე აიყვანოს დიტო ჩუბინიძის საქმე – ბატონი გიორგი გვარაკიძე პროფესიონალი და კანონის დამცველია.
,,GEO NEWS” სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს.
,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS“





