• October

    24

    2026
  • 17
  • 0
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროცესს ესწრებოდა თავად დიტო ჩუბინიძეც.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიების ვერსიით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor