
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
გიორგი გახარია – ოკუპაცია გრძელდება, ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას, საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია
ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გახარია სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს გახარია.




