- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი – მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა
ღრმად ვარ აღშფოთებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ სასიკვდილო სროლის გამო უკანონო დაკავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.




