• November

    19

    2026
  • 17
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ

მიხეილ სარჯველაძე – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის პერიოდული გადახედვისა და მონიტორინგის პროცესი არ განხორციელებულა, რის შედეგადაც ბაზაში ისეთი ოჯახები რჩებოდნენ, რომელთა სოციალური მდგომარეობა, შესაძლოა, აღარ აკმაყოფილებდეს საარსებო შემწეობის მიღების კრიტერიუმებს.

„წლების განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო, ბუნებრივია, ამან შექმნა ისეთი მოცემულობა, როდესაც ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთაც, თუ უბრალოდ ქულების მიხედვით და კონკრეტული საზომების საშუალებით შევაფასებდით, რეალურად, მათ შემთხვევაში, შეიძლება, საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გადამოწმების პროცესში არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა, რამაც ცალკეული ოჯახებისთვის ქულების ხელახლა განსაზღვრის გადაწყვეტილებები განაპირობა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor