• November

    19

    2026
  • 32
  • 0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

სუს-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს თამაზ ბორაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი ბახუაშვილი, მოადგილე დავით არჩვაძე და დაზვერვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor